“შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს მიზანი, სურვილი და გამბედაობა”. სწორედ ეს დევიზი შეეფერება პიროვნებას, რომელზეც გადავწყვიტე გიამბოთ.
სამყაროში ადამიანის მიერ დაუძლეველი საქმე არ შეუქმნია უფალს. ყველაფერი მიღწევადია და სურვილის განხორციელებაში ხელს არაფერი გვიშლის თუ ეს,რა თქმა უნდა,სათანადოდ გვინდა!
გურამ ზურაბიანი,უბედური შემთხვევის შედეგად,ეტლით მოსარგებლე საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში გახდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მას არც მიზანი და არც ცხოვრების იმავე რიტმში გაგრძელების სურვილი არ დაუკარგავს.ყველაფრის მიუხედავად იბრძვის იმისთვის, რაც ღირებულად მიაჩნია და ამით მოტივაციას აძლევს, როგორც საკუთარ თავს, ასევე მთელს ქვეყანას.არ არსებობს ადამიანი მის ირგვლივ, რომელიც ადასტურებდეს სტერეოტიპულ დამოკიდებულებას იმის თაობაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს! ის თავისი ცხოვრებით საპირისპიროს გვანახებს, გვანახებს რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან ძლიერები, სწორად აფასებენ შესაძლებლობებს და ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ აღწევენ მწვერვალებს.
გურამი ხშირად ამბობს ხოლმე,რომ “შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს,მთავარი სულის სიმტკიცეა”.
ერთ-ერთი მთავარი, რაც უნდა გიამბოთ ის ფაქტია, რომ ერთი წლის უკან, ზაფხულში, მან თბილისის ზღვა გადაცურა და როგორც აღნიშნავენ დიდი შანსი აქვს, რომ გინესის რეკორდსმენი გახდეს,რადგან მისი მონაცემები ყოველგვარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. როგორც თვითონ ამბობს მან ასევე მაგალითი მისცა შშმ პირებს, რომ ცურვა საუკეთესო თერაპიაა.
ამის გარდა, იგი დასაქმებულია და დღის ცენტრში სოციალურ თერაპევტად მუშაობს. გვერდში უდგას შშმ პირების პიროვნულად ჩამოყალიბებას, განვითარებას და მათი სურვილების განხორციელებას.
მას მნიშვნელოვნად მიაჩნია შშმ პირების საზოგადოებასთან ხშირი კონტაქტი და ცხოვრებისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
– ამ ყველაფრის შემდეგ განა შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის შესაძლებლობები ამოწურვადია?
“საუკეთესო მაშინ კი არ ხარ, როცა ცხოვრებაში არ დაეცემი, არამედ მაშინ, როდესაც დაცემული შეძლებ წამოდგომას და იქნები იმაზე ძლიერი ვიდრე დაეცემამდე იყავი”.
ავტორი: სოფო ზურაბიანი