Skip to content

ეიკე ბატისტა (ოქროს საბადოები და წარმატებული ბიზნესი გლობალური ხედვით)

დასაწყისი და წარმატებული წინსვლა

ეიკე ბატისტა დაიბადა 1956 წელს ბრაზილიაში, იგი მამის  ელიზეა ბატისტას შვიდი შვილიდან ერთადერთია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამინი გახდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მან ბიზნესის გლობალური ხედვა განავითარა. მოგვაინებით ამ ხედვას „3600-იანი სამეწარმეო ხედვა“ უწოდა. 
   

ბრაზილიაში გატარებული ბავშვობის შემდეგ ეიკე მამის სამსახურის გამო ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად. 1974 წლიდან მეტალურგიული ინჟინერიის შესწავლა დაიწყო გერმანიის აახენის უნივერსიტეტში. სტუდენტობის წლებში იგი დაზღვევის აგენტად მუშაობდა და ქალაქში კარდაკარ ყიდდა დაზღვევის პაკეტებს. ეიკმა სწორედ ამ პერიოდში იგრძნო, რომ მოწოდებით მეწარმე იყო.


1980-იან წლებში ბრაზილიაში დაბრუნებულმა ბატისტამ ბუნებრივი რესურსების ინდუსტრიაში რამდენიმე პროექტი წამოიწყო. თავის კარიერის დასაწყისში ბატისტა, რომელც თავისუფლად ფლობდა ხუთ ენას-პორტუგალიურს, გერმანულს, ფრანგულსა და ინგლისურს შუამავლობას ეწეოდა ამაზონის ინერნეტ მაღაზიასა და მის კლიენტებს შორის ევროპისა და ბრაზილიის მსხვილ ქალაქებში. იმავე წლებში მან დაარსა პირველი ავტომატიზებული ოქროს საწარმო ამაზონში, შექმნა საკუთარი ბიზნეს ჯგუფი და გახდა TVX GOLD კომპანიის პრეზიდენტი, რომელიც მალევე კანადის საფონდო ბირჟის ლისტინგში იქნა შეყვანილ. ამ ნაბიჯმა მისი გლობალურ ბაზრებთან კავშირები უზრუნველყო.


წყის ეტაზე ეიკე ბატისტას კომპანიები რვა ოქროს საბადოს ფლობდნენ ბრაზილიასა და კანადაში, ასევე ვერცხლისა  და  რკინის საბადოებს  ბრაზლიასა და ჩილეში. ფორბსის 2011 წლის  მონაცემებით, ეიკე ბატისტა მერვე ადგილზეა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, თავისი 30 მილიარდით.


2001-2008 წლებში ბატისტამ რამდენიმე ახალი კომპანია შექმნა: MPX-ი (ენერგეტიკა),  OGX-ი (ნავთობი და გაზი), LLX-ი (ლოჯისტიკა), მთავარი კომპანია EBX-ის ქოლგის ქვეშ. სიმბოლო “X” სახელწოდებებში შემთხვევითი არ არის. ოკულტურ ნუმეროლოგიაში ეს ქონების გამრავლების ნიშანია.


54 წლის ბრაზილიელი ბიზნესმენი ფლობს სამთამადნო კომპანიას, გაზნავთობის კორპორაციას, ინფრასტრუქტურულ კონგლომერატს და ცხოვრების ტალღებზეც მისი საყვარელი სწრაფი კატერების სიჩქარით დაცურავს.  1990-იან წლებში ის ბრაზილიის, შტატების და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა კატერებით რბოლაში.


ბიზნესის ფილოსოფია
3600-იანი სამეწარმეო ხედვა გულისხმობს ბიზნესის მართვის ფილოსოფიას, რომელიც  ცხრა ასპექტს აერთიანებს: ადამიანური რესურსები, ფინანსები, კანონმდებლობა, პოლიტიკა, ლოგისტიკა, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები, კომუნიკაცია, ჯანდაცვა და უსაფრთხოება. ბატისტას მიხედვით, გარდა ამ ცხრა ფაქტორისა ბიზნესში მნიშვნელოვანია: გამჭირვალობის დაცვა და ეთიკურობა, ლიდერობა, მოგების განსაზღვრა და რისკების აღქმა, ბოლოს ამ ყველაფრის ფონზე მცირე ბედის გამართლების იმედად ყოფნა.

მარცხი და გაკვეთილები


30 წლიან სამეწარმეო გამოცდილების მანძილზე იყო მარცხიც, ეიკე ბატისტას სიტყვებით- “რა თქმა უნდა სარისკო ინვესტიციების წამოწყებისას მქონდა ბევრი წარუმატებლობაც, მაგრამ მე შევძელი ეს წარუმატებლობები მნიშვნელოვანი ცოდნის წყაროდ მექცია, რომელიც ჩემს სამომავლო საქმიანობაში კიდევ უფრო დიდი ეფექტურობით გამოვიყენე.“ ყველაფერმა ამან მასწავლა რომ ბიზნესში სულ მცირე უმნიშვნელო დეტალებსაც კი დიდი ყურადღება სჭირდება. ბიზნესის თითოეული ფაქტორი 360 0-იან ხედვას საჭიროებს. შეცდომების სწორი გაანალიზება ყოველთვის საჭიროა იმისათვის, რომ მივაღწიოთ მეტ წარმატებას და წინსვლას ცხოვრებაში.


მიღწეული საკმარისი არ არის


დონ ეიკე მოკრძალებულობით არ გამოირჩევა და მომდევნო ათწლეულში ქონების $100 მილიარდამდე გაზრდით პირველ ადგილს უმიზნებს. მის მშობლიურ ბრაზილიაში ბევრს სჯერა, რომ ეს ლიტონი სიტყვები არ არის. მინდა, ხუთი წლის შემდეგ ბილ გეიტსს გავუსწრო, – თქვა 2008 წელს ბატისტამ, – ბრაზილია პირველი უნდა გახდეს. მილირდერ ბატისტას საკუთარი წინსვლა  მშობლიური ქვეყნის წინსვლის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

მოამზადა: გ.ყუფარაძემ