Skip to content

დამარცხება – ტრაგედია თუ შესაძლებლობა?

წარმატება კარგი განსჯის უნარიდან მოდის. კარგი განსჯის უნარს გამოცდილებიდან ვიძენთ. გამოცდილება კი ძირითადად ცუდი განსჯიდან მიღებული შედეგია . . .
ავტომობილების ქარხანაში ორი ინჟინერი ერთმანეთში საუბრობდა:
– მან შეუძლებელი მოინდომა– თქვა ერთმა.
–ალბათ ვერც კი წარმოუდგენია რა სისულელეა იმის გაფიქრებაც კი, რომ ეს გამოვა – დაეთანხმა მეორე.
–გეთანხმები წლებია ამ სფეროში ვმუშაობ და ვთვლი, რომ მისი ოცნება აუხდენელი  დარჩება – დაამატა პირველმა მოსაუბრემ და ორივენი ღრმა ფიქრებში წავიდნენ.
ინჟინრებს ურთულესი დავალების შესრულება ხვდათ წილად. მანქანების მწარმოებელი ქარხნის პრეზიდენტმა ახალი ტიპის ძრავის შექმნა გადაწყვიტა. ინჟინრებს უნდა მოეხერხებიათ ძრავის რვავე  ცილინდრი ერთ ბლოკში მოექციათ.
გავიდა 1 თვე, 2 , 3, თუმცა შედეგი არ ჩანდა. ფირმის პრეზიდენტი კი არ ნებდებოდა და არც სურდა გაეგო ვინმესგან, რომ მისი გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდებოდა.
– არ გამოგდით? ე.ი რაღაცას ისე ვერ აკეთებთ, როგორც საჭიროა – ამბობდა იგი. 
– მაინც გააკეთებთ! იმუშავებთ მანამ სანამ შედეგს არ მიაღწევთ ! – ეს იყო მისი პასუხი იმ ყველა კომენტარზე, რომლითაც მისი მიზნის შესრულების შეუძლებლობას უსვამდნენ ხაზს.
ინჟინრებმა ყველა ხერხი სცადეს, ყველა ღონე იხმარეს, მაგრამ 6 თვის შემდეგაც საშველი არ ჩანდა.
მეწარმე კვლავაც არ კარგავდა მიზნის მიღწევის ენთუზიაზმს და ინჟინრებს ღიმილით  უმეორებდა:
–არაფერია მეგობრებო, დამარცხება ეს უბრალოდ შესაძლებლობაა იმისა, რომ უფრო ჭკვიანურად დაიწყოთ თავიდან. მერწმუნეთ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება . . .
მართლაც, 2 თვის შემდეგ მსოფლიო  უდიდესი გამოგონების ძლიერმა ხმამ შესძრა. თითქოსდა სასწაულით, მაგრამ ინჟინრებმა შეძლეს დასახული ამოცანის შესრულება. და სამყაროს ისტორიაში ახალი, ძლიერძრავიანი ავტომობილების ეპოქა დაიწყო. 
ავტომობილების ქარხნის ხელძღვანელი, მეწარმე – ჰენრი ფორდი გახლდათ. ყველასათვის ცნობილი ,,ფორდ მოტორს კომპანი”–ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი .
ეს ადამიანი ლამის სასაცილოდ აიგდეს იმის გამო, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ  ცდილობდა თავისი ,,გიჟური” იდეის განხორციელებას და ამბობდა , რომ დამარცხება უბრალოდ ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო იმისა, რომ უფრო ჭკვიანურად დაეწყოთ თავიდან . . .

დამარცხებას კი არ შეუშინდეთ, არამედ ისწავლეთ მისგან ! დაიმახსოვრეთ, რომ რაც უფრო დიდია იგი მით უფრო დიდი და საინტერესო გაკვეთილის სწავლა შეიძლება მისგან.

წყლის ერთ პატარა წვეთს ძალა არ აქვს, მაგრამ როდესაც წვეთების რაოდენობა იზრდება მისი ძალა შეუჩერებელი ხდება. ცხოვრებაშიც ასეა, ერთი დამარცხებიდან ნასწავლ გაკვეთილს მეორე ემატება, მეორეს მესამე და ასე იქმნება გზა იმ შესაძლებლობისაკენ, რომელსაც თქვენი წარმატება ჰქვია . . .