Skip to content

დაიცადე. შენ არა…

(1) – დაიცადე. შენ არა… ყველაფერს თვითონ ვიზავ. არ მინდა ერთი რიგითი იყოს…
 (2) – კარგი. როგორც გინდა. (1) – არაა ასეთი სახე საჭირო… არც ერთი უკიდურესობა არ მსურს უბრალოდ.
(2) – (ნელი ამოსუნთქვა)…
3 წუთის შემდეგ…
(1) – გაოცებული სახე?…
არ აფასებ საკუთარ მნიშვნელობას, თუმცა ეს შენი ბრალი არაა…
(2) – (გადარეულია თუ?)
(1) – პირველი არა… მეორე… თუს რომ მოყვება…
(2) (სიჩუმე, ფართოდ გახელილი თვალები, შეჭმუხნული წარბები)
(1) (ღიმილი) – მინდა ერთი რამ იცოდე, ეს შენ დაგეხმარება: ამ წუთას შენ ჩემთვის ყველაზე საჭირო ადამიანი ხარ. ასევე მათთვის ვინც ასეთ წუთებში ჩემს მდგომარეობაშია… შეიძლება ვერც კი აცნობიერებდნენ, მაგრამ დამიჯერე ასეა…
(2) – ხო რა თქმა უნდა… (მარცხნივ და დაბლა დახრილი თავი, ჩაფიქრებული სახე) (ნი…)
(1) – არა, არა როგორც ნივთი… არა როგორც სახმარი ნივთი… არამედ ბედნიერება, რომლისთისაც ზოგი პრინციპებსაც კი ღალატობს…
(2) – სიყვარულს ხომ არ მიხსნი?
(ღიმილი) (1) – არა რა თქმა უნდა… რაღაცას უეჭველად გიხსნი – შენს მნიშვნელობას… (ორი წუთის შემდეგ)
(1) – იცი? როდის ლამაზდებით ყველაზე მეტად?
(2) (კითხვის ნიშანი თვალებში)
(1) – სწორედ ახლა… სექსის შემდეგ…
(2) (ღიმილი) (ჩაფიქრებული სახე, მოწყენა…)
(1) – (გამოხედვა, კითვის ნიშანი თვალებში)
(2) – ნუ… ნუ მეტყვი ისეთ რამეს რის შემდეგაც რეალობაში დაბრუნება გამიჭირდება…
(1) – კარგი… შეგიძლია გაიმეორო?
(2) (ირონიული ღიმილი) – პირდაპირ საოცრებაა რომ მეკითხები…
(1) – … (ორი წუთის შემდეგ)
(1) – Mr freeman_ის შესახებ თუ გაგიგია რამე?
(2) – რა? არა. (1) – მესამე სერია… კაცი ხედავს ქუსლიანი ფეხსაცმლის ძეგლს. გაოცებული მიდის ახლოს, აინტერესებს ვის ეძღვნება. “უსახელო, უსახელო მეძავს???!!! რისთვის?!” პასუხი: “არაფრისთვის… ლამაზი თვალებისთვის…”
(2) (გულიანი სიცილი) – რა კარგად გამაცინე… ლამაზი თვალებისთვის…
(1) – ხშირად იცინი სამსახურის დროს?
(2) (ჩაფიქრებული, მომღიმარი სახე) – გულით არა…
(1) … (ღიმილი, ზურგზე დაწოლა, ჩაფიქრება) – კარგი მე წავედი… გმადლობ.
(1) – ბევრად მარტივია თქვა, რომ მეძავები სუსტი, სულელი და უპრინციპო ბოზები არიან. მაგრამ მათ გარეშე ბევრი უბრალოდ ჭკუიდან შეიშლებოდა მარტოობის, შიშის, დაკარგულობის და სხვა ათასი კომპლექსის გამო. ხშირად ისინი მათზე ბევრად პატიოსნები არიან, ვინც მათი მომსახურებით სარგებლობს…. კარგად… არ იფიქრო ჩემს სიტყვებზე.
(2) – კარგად…
(2) – დაიცადე. (1) – ?
(2) – მადლობ…
(1) – კარგად…
 (ორი წლის შემდეგ)
(1) – როგორ ხარ?
(2) – ცუდად და მინდა ახლავე წახვიდე არ ვაპირებ შენთან სექსი მქონდეს!
(1) – რატომ?
(2) – უბრალოდ არ ვაპირებ და მორჩა.
(1) – კარგი… კარგად. (უკვე კართან მდგარის შემოტრიალება…)
– და მაინც… არაფერი შეიცვალა?
(2) – წადი.

 გამომგზავნი/ავტორი:ვახტანგ ბარამიშვილი