Skip to content

გამონათქვამები: ბრიუს ლი

1.“ნუ ილოცებთ ადვილი ცხოვრებისათვის, ითხოვეთ ძალა,რომ გაუმკლავდეთ მის სირთულეებს.”
2.“დაემსგავსეთ წყალს. დააკვირდით, როგორ აუვლის ხოლმე გვერდზე ქვებს. ნურც თქვენ იქნებით ხისტი, იფიქრეთ გამოსავალზე და წინააღმდეგობის დაძლევის გზასაც გამონახავთ.”
3.“იყავით ბედნიერი, მაგრამ კმაყოფილი არასოდეს.”
4.“შეეგუეთ მას,რაც გამოყენებადია.თავიდან მოიცილეთ,რაც არ გჭირდებათ.”
5.“ჭკვიან კაცს სულელური შეკითხვიდან უფრო მეტი შეუძლია ისწავლოს, ვიდრე სულელს შეუძლია ჭკვიანური პასუხისაგან.”
6.“თუ ყოველთვის და ყველა საქმეში, შეზღუდვებს დაუწესებთ საკუთარ თავს, ეს თქვენს ყოველდღიურ  სამუშაოსა და ცხოვრებაზე აისახება. არ არსებობს ლიმიტები. არსებობს მხოლოდ საზღვრები და წინაღობები. თქვენ კი წინ უნდა წახვიდეთ და გადალახოთ ისინი.”
7.“უკვდავების საიდუმლო ღირსეული ცხოვრებით ცხოვრებაში მდგომარეობს.”
8.“ნუ გეშინიათ დამარცხების.დამარცხება კი არა,მდაბალი მიზნებია დანაშაული. დიდი მცდელობები, დამარცხების შემთხვევაშიც კი ღირსეულია.”
9.“გაატარო დრო ნიშნავს გამოიყენო იგი რაიმე მიზნისათვის. დროის დაკარგვა კი ნიშნავს მის დაუფიქრებლად და გაუაზრებლად გამოყენებას. ჩვენ ყველას გვეძლევა დრო,რომ გამოვიყენოთ ან გავფლანგოთ იგი – ჩვენ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას.. მაგრამ ფაქტია,რომ გასულ დროს უკან ვეღარ დააბრუნებ.”
10.“მე არ მეშინია ადამიანის,რომელმაც 10 000 დარტყმა ისწავლა.ვუფრთხი კაცს,რომელმაც 10 000 ჯერ სცადა ერთი და იგივე დარტყმა.”
11.“თუ გიყვართ სიცოცხლე, ნუ გაფლანგავთ დროს,რადგან სწორედ მისგან შედგება ცხოვრება.”
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com