1990 წლის 10 თებერვალი ერთი უბრალო დღე უნდა ყოფილიყო ბოქსის ისტორიაში და არაფრით უნდა ყოფილიყო გამორჩეული. ტოკიოს მაცხოვრებლებსაც სწორედ ამის სჯეროდათ და მატჩზე მხოლოდ მაიკის სანახავად მიდიოდნენ. თუმცა ტოკიოში,სწორედ ამ დღეს მოხდა ის , რაც წესით და რიგით არ უნდა მომხდარიყო.
მაიკ ტაისონი – ბასტერ დუგლასი – ბრძოლა შედგა. როგორც მოგეხსენებათ, მაიკი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბოქსიორი იყო და ნებისმიერ მეტოქეს შიშის ზარს სცემდა. ეს ბრძოლაც ჩვეულებრივად,დაძაბულობის გარეშე უნდა წარმართულიყო და მაიკს მორიგი გამარჯვება მიეთვალა. წინასწარი ვარაუდების მიუხედავად,ყველაფერი სხვანაირად წარიმართა და ბასტერ დუგლასმა მსოფლიოს აჩვენა ის,რაც ძალიან ცოტა ადამიანს თუ გააჩნია – თავდაუზოგავი ბრძოლა. მატჩის დასაწყისში მაიკი ძლიერ დარტყმებს აყენებდა ბასტერს და რამდენიმე რაუნდის შემდეგ, ნოკდაუნიც შეუსრულა. 9,8,7,6,5,4,3,2,1 და ბასტერი ფეხზეა. მსოფლიო პირველი სასწაულის მომსწრე გახდა : , მაიკის ნოკდაუნის შემდეგ ფეხზე ვერავინ შეძლო წამოდგომა და ბასტერმა ეს შეძლო – გახდა პირველი ადამიანი,რომელმაც მაიკის მიერ მიყენებულ ნოკდაუნს გაუძლო და კვლავ ბრძოლა გამოუცხადა მას. ბრძოლა გაგრძელდა და ბასტერმა სასწაული მოახდინა – მაიკი დაამარცხა და ისტორიას ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა აჩუქა. მთელი მსოფლიო შოკში იყო და აღტაცებას ვერ მალავდა. რაც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, ბასტერის სიტყვები იყო. ჟურნალისტებმა გამარჯვების შემდეგ მას ჰკითხეს თუ როგორ მოახერხა ამ საოცრების მოხდენა და ჩემპიონის პასუხი შემდეგი იყო : სანამ დედას დავკარგავდი,მან მთელ სამყაროს გააგებინა,რომ მე მაიკ ტაისონს დავამარცხებდი. ბრძოლამდე 2 დღით ადრე კი დედა გარდამეცვალა . ბასტერს შეეძლო ფარხმალი დაეყარა, დანებებოდა მაიკს ან მეორემხრივ დედის სურვილი რეალობად ექცია და რაღაც ღირებული შეექმნა.
ჩემო მეგობრებო, გინდათ წარმატების მიღწევა? საკმარისია საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა რატომ და თუ შეძლებთ პასუხის გაცემას , ნიშნავს რომ თქვენ დაბრკოლებებზე მეტად ძლიერი ხართ. იცოდეთ ,თუ რატომ გინდათ, რატომ იბრძვით,რატომ ცდილობთ !
გინდათ წარმატების მიღწევა? პირველი წესი: არ დანებდეთ,რაც არ უნდა დიდი დაბროკლების წინაშე აღმოჩნდეთ. ბასტერ დუგლასის მსგავსად,რომელიც მაიკ ტაისონის ნოკდაუნს გაუძლო და ყველაფერი თავის სასარგებლოდ წაიყვანა, თქვენც შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ,შეცვალოთ ყველაფერი თვენს სასარგებლოდ,უბრალოდ გწამდეთ,გჯეროდეთ,მოტივირებულები იყავით და რაც ყველაზე მთავარია,იცოდეთ თუ რატომ გსურთ და რისთვის იბრძვით ^_^