Skip to content

ბილ გეითსი სიკვდილის შემდეგ (ხუმრობა)

ბილ გეითსი მოულოდნელად გარდაიცვლება და ღმერთის წინაშე წარსდგება. ღმერთი ეუბნება: “რთული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ. ვფიქრობ, ჯოჯოხეთში გაგიშვა, თუ სამოთხეში. მიუხედავად იმისა,რომ უამრავი კარგი საქმე გააკეთე, ამასთან ერთად მრავალ ცოდვას გაუხსენი გზა ადამიანთა მოდგმაში. ბევრი ვიფიქრე და ისეთ რამეს გავაკეთებ,რაც არასოდეს გამიკეთებია.ნებას გაძლევ იხილო ორივე ადგილი და შემდეგ თავად აირჩიო სად წახვიდე.”
“ვფიქრობ პირველად ჯოჯოხეთი უნდა ვნახო” – თქვა ბილ გეითსმა და ამ სიტყვებთან ერთად განათებული ღრუბელიც გამოჩნდა,რომელმაც იგი ჯოჯოხეთში წაიყვანა.
როდესაც ჯოჯოხეთში აღმოჩნდა, ბილმა აქეთ–იქით მიმოიხედა და ძალიან მოეწონა სიტუაცია. მშვენიერი ადგილი იყო: პლაჟი, მწვანე მთები, სუფთა ჰაერი და წყალი. ბილ გეითს გაეღიმა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თქვა : “მშვენიერია, თუ ეს ჯოჯოხეთია, წარმომიდგენია სამოთხე რა მაგარია”.
რამოდენიმე წამში ისევ გამოჩნდა განათებული ღრუბელი  ბილ გეითსი სამოთხეში წაიყვანა. სამოთხეც ლამაზი ადგილი იყო, ნათელი და თბილი ადგილი, სადაც ანგელოზები ტკბილ მუსიკას უკრავდნენ. “ნამდვილად მშვენიერი ადგილია, თუმცა არც ისე გასაოცარი, როგორც ჯოჯოხეთი” – გაიფიქრა ბილ გეითსმა და ჯოჯოხეთში გაემგზავრა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა ღმერთმა გადაწყვიტა მოენახულებინა, თუ როგორ ცხოვრობდა ყოფილი მილიარდელი ჯოჯოხეთში.როდესაც ნახა, ბილ გეითსი დემონებით გარშემორტყმული, თოკით იყო მიბმული ბნელი გამოქვაბულის კედელზე და ცხელი შანთებით აწამებდნენ.
– როგორ მიდის საქმეები? – ჰკითხა ღმერთმა ბილ გეითსს.
– საშინელებაა!!! აქ  ისეთი არაფერია,რაც პირველად მოსვლისას ვნახე.თავი სიზმარში მგონია. სად გაქრა სუფთა ჰაერი,წყალი, პლაჟი და მწვანე მთები?
– ის ჯოჯოხეთის დემო ვერსია იყო – უპასუხა ღმერთმა ბილ გეითსს.