ფილმის მთავარი გმირი, ბილი ელიოტი, 11 წლის ბიჭია, რომელსაც მთელი გულით სურს ბალეტის მოცეკვავე გახდეს. მოქმედება 1980–იანი წლების ბრიტანეთის ერთ–ერთ პროვინციულ ქალაქში მიმდინარეობს, რომლის მცხოვრებთა ძირითად შემოსავლის წყაროს მაღარო წარმოადგენს. ბილის დედა გარდაცვლილია, მისი მამა და უფროსი ძმა კი მაღაროელები არიან.
შექმნილი მძიმე სოციალური პირობების ფონზე, ბილი ელიოტს ოცნებების ასასრულებლად კიდევ ერთი დიდი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს, ეს ბილის ოჯახის ნეგატიური დამოკიდებილებაა მისი მოწოდების მიმართ. თუმცა მეოცნებე ბიჭს დანებება არ სურს და ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი მიზნის მისაღწევად.
ფილმის იდეალური მოტივატორია ყველასთვის, ვისაც საკუთარი მოწოდების რეალიზაცია გულწრფელად სწადია.