Skip to content

აღმოაჩინეთ თქვენი პოტენციალი

წარმატება მიზნებია, სხვა ყველაფერი კი მხოლოდ დამხმარე საშუალებები. ყველა წარმატებული ადამიანი მუდმივად მიზანზეა ორიენტირებული. მათ იციან რა სურთ და მიზანმიმართულად ცდილობენ მის მიღწევას, ყოველდღიურად.
თქვენი შესაძლებლობა რომ დაისახოთ მიზნები, უმნიშვნელოვანესი ნიჭია წარმატების მიღწევისთვის. მიზნები პოზიტიური ემოციებით – წარმატებისთვის საჭირო იდეებითა და ენერგიით გვავსებენ. მიზნებთან ერთად თქვენ ისარივით მიქრიხართ წინ – სამიზნის მიმართულებით.

სიმართლე ის არის, რომ თქვენ იმაზე ბევრად მეტი ბუნებრივი პოტენციალით ხართ დაჯილდოებული, ვიდრე ასობით სიცოცხლეს ეყოფა. რისთვისაც არ უნდა მიგეღწიათ აქამდე, მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც სინამდვილეში შეგიძლიათ.წარმატების ერთ–ერთი წესია: „არა აქვს მნიშვნელობა საიდან მოხვედით, მთავარია საით მიდიხართ.“ და საით მიდიხართ, დამოკიდებულია თქვენზე და თქვენს ფიქრებზე.

ნათელი მიზნები ზრდიან ჩვენს თავდაჯერებულობას, გვჩუქნიან კომპეტენციას და მოტივაციის მაღალ დონეს. გაყიდვების ტრენერი ტომ ჰოპკინსი ამბობს: „ მიზნები საწვავია მიღწევათა ღუმელისთვის“.

თქვენ ქმნით თქვენს სამყაროს

გონებას აქვს ძალა, შექმნას ცხოვრების ასპექტები – შესაძლოა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ადამიანის არსებობის ისტორიაში. ყველაფერს რასაც გარშემო ხედავთ სამყაროს იმ ნაწილში, რომელიც ადამიანის მიერ არის შექმნილი,ოდესღაც მხოლოდ ერთი ადამიანის იდეა და ფიქრი იყო, ვიდრე რეალობად იქცეოდა.

თქვენს ცხოვრებაშიც ყველაფერი ფიქრით, სურვილით, იმედით ან ოცნებით იწყება. თქვენი ფიქრები კრეატიულია. ისინი აყალიბებენ თქვენს სამყაროს და ყველაფერს,რაც მასში ხდება.

რელიგიის, ფილოსოფიის,მეტაფიზიკის,ფსიქოლოგიისა და წარმატების საუკეთესო შეჯერებაა ეს ერთი ფრაზა: „თქვენ ხდებით ის,რასაც ფიქრობთ – უმეტეს შემთხვევაში.“თქვენი გარესამყარო თქვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია და დამოკიდებულია თქვენს ფიქრებზე – რასაც თქვენ ფიქრობთ მუდმივად უკავშირდება თქვენს რეალობას.

ბევრი წარმატებული ადამიანისთვის უკითხავთ, რაზე ფიქრობდნენ ისინი უმეტესი დროის განმავლობაში და ყველაზე ხშირი პასუხი, რომელიც მათგან მოუსმენიათ ის არის, რომ ისინი ფიქრობდნენ იმაზე, რა სურდათ და როგორ შეიძლებოდა მიეღოთ იგი.

წარუმატებელ ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს და საუბრობს იმაზე, თუ რა არ სურს, დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში.ისინი პრობლემებსა და სადარდებელზე საუბრობენ და მუდამ დამნაშავეს ეძებენ. წარმატებული ადამიანები კი საკუთარ ფიქრებსა და აზრებს სასურველი მიზნებისკენ მიმართავენ. ისინი ყველაზე ხშირად იმაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რაც უნდათ.

ნათელი მიზნების გარეშე ცხოვრება ავადმყოფი ბაყაყის მართვას ჰგავს. არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი მართვის ნიჭით გამოირჩევით, თქვენ მუდამ ნელა მოძრაობთ, მორიდებულად და მცირე პროგრესს განიცდით. განსაზღვრული მიზნები კი ავტომატურად უხსნის გზას თქვენს ენერგიას და შესაძლებლობებს. ნათელი მიზნები გვეხმარებიან დავაჩქაროთ მოვლენების განვითარება ცხოვრებაში და მივაღწიოთ კიდევ უფრო მეტ მიზნებს.

მიზნების ძებნის ავტომატური ფუნქცია

წარმოიდგინეთ ასეთი სავარჯიშო: თქვენს შინაურ მტრედს ჩამოსვამთ ქანდარიდან და გალიაში გამოამწყვდევთ, გალიას საბანს შემოაკრავთ და ყუთში დებთ, ყუთს კი თქვენი მანქანის საბარგულში ანთავსებთ.

ამის შემდეგ შეგიძლიათ წახვიდეთ და გაიაროთ ათასობით კილომეტრი ნებისმიერი მიმართულებით. და თუ ამის შემდეგ გააღებთ მანქანის საბარგულს, ამოიღებთ ყუთს საბარგულიდან, შემდეგ კი გალიას ყუთიდან – შემოხსნით მოხვეულ საბანს და მტრედს გალიიდან გამოუშვებთ. სახლის მტრედი ცაში აიჭრება, სამ წრეს შემოკრავს და შემდეგ უყოყმანოდ და უშეცდომოდ დაბრუნდება უკან თავის სახლისკენ. მტრედი ერთადერთი არსებაა, ადამიანთან ერთად, რომელსაც მიზნის ძიების გასაოცარი ნიჭი აქვს.

თქვენც მტრედის მსგავსად გაქვთ შესაძლებლობა, მისდიოთ თქვენს მიზნებს და როცა თქვენი მიზნები სრულიად ნათელია, არც კი გჭირდებათ იცოდეთ სად არის იგი, ან როგორ უნდა მიაღწიოთ. უბრალოდ იმის გაანალიზებით, თუ რა გსურთ თქვენ უშეცდომოდ წახვალთ თქვენი მიზნისაკენ და მიზანიც დაიწყებს თქვენსკენ სვლას და ზუსტად საჭირო დროსა და საჭირო ადგილას თქვენ და თქვენი მიზანი ერთმანეთს შეხვდებით.

სწორედ იმ გასაოცარი კიბერნეტიკული მექანიზმის წყალობით, რომელიც ღრმად არის დამარხული თქვენს გონებაში, თქვენ ყოველთვის აღწევთ თქვენს მიზნებს. თქვენ მოძრაობთ მათკენ, ისინი კი თქვენსკენ მოძრაობენ. თუ თქვენი მიზანია, რომ მიხვიდეთ სახლში ღამით და ტელევიზორს უყუროთ, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მას. თუ თქვენი მიზანია შექმნათ ჯანმრთელობითა, კეთილდღეობითა და ბედნიერი წამებით სავსე მშვენიერი ცხოვრება ამასაც მიაღწევთ. კომპიუტერის მსგავსად, თქვენი მიზნების ძიების მექანიზმი განუსაზღვრელია. ის ავტომატურად მოგიტანთ იმას, რაც გსურთ, იმისდა მიხედვით თუ როგორ დააპროგრამებთ მას.

ბუნებას არ აინტერესებს თქვენი მიზნების სიდიადე და ხანგძლივობა. თუ მცირე მიზნებს დაისახავთ, თქვენი ავტომატური მიზნების ძებნის მექანიზმის წყალობით შეძლებთ მცირე მიზნები აისრულოთ. და თუ დიდ მიზნებს დაისახავთ, დიდ სურვილებსაც აისრულებთ.

რატომ არ ისახავენ ადამიანები მიზნებს?

საკმაოდ კარგი შეკითხვააა: თუ მიზნების ძებნა ავტომატური პროცესია, მაშინ რატომ არის რომ ასე ცოტა ადამიანს აქვს ნათელი, დაწერილი, განსაზღვრული, დროში გაწერილი მიზანი და მუშაობს მათზე ყოველდღიურად?
ეს ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოებაა. მე მჯერა, რომ არსებობს ოთხი მიზეზი რის გამოც ადამიანები მიზნებს არ სახავენ.

მიზნები არაა მნიშვნელოვანი

პირველი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები ვერ აანალიზებენ მიზნების მნიშვნელობას.თუ იზრდებით ოჯახში,სადაც მიზნებს არ ისახავენ, გაქვთ ურთიერთობა ადამიანებთან რომლებიც მიზნებს არ აფასებენ, თქვენ მარტივად გახდებით ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ მიზნების მიღწევაზე ფიქრი ზედმეტი ტვირთია და არა რაიმე შესაძლებლობა. გადახედეთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რამდენ მათგანს აქვს ზუსტი და ნათელი მიზანი?

მათ არ იციან როგორ

მეორე მიზეზი ისაა, რომ არ იციან საიდან დაიწყონ მიზნების დასახვა. უარესიც, ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ აქვს მიზნები, როცა სინამდვილეში, აქვს უამრავი სურვილი და ოცნება, მაგალითად: „იყოს ბედნიერები“, ან „იშოვნოს ბევრი ფული“ ან „ჰქონდეს ბედნიერი ოჯახი.“

თუმცა ეს მიზნები არაა. ეს უბრალოდ ფანტაზიებია, რომელიც ყველასთვის არსებობს. მიზანი ბევრად განსხვავდება სურვილისაგან. მას ნათელი, დაწერილი და სპეციფიური ფორმა აქვს. ის შეიძლება ადვილად და სწრაფად განუმარტოთ სხვა ადამიანს. თქვენ შეგიძლიათ გაზომოთ იგი ან თქვათ, მიაღწიეთ თუ არა.

თქვენ შეიძლება მიიღოთ კარგი განათლება წამყვანი უნივერსიტეტისგან, იქ სადაც მიზნის მიღწევის სტრატეგიებს ერთ საათსაც კი არ უთმობენ. ადამიანები რომლებიც ჩვენი სკოლებისა და უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებს განსაზღვრავენ, მიზნების მიღწევის მნიშვნელობაზე ყოველთვის თვალს ხუჭავენ. და რასაკვირველია, თუ არ გაიგებთ მიზნების შესახებ, ვიდრე ზდასრული არ გახდებით, როგორ ეს მე შემემთხვა, არც არანაირი წარმოდგენა გექნებათ, თუ რა მნიშვნელოვანია მათი როლი თითოეულ საქმეში, რასაც აკეთებთ.

დამარცხების შიში

მესამე მიზეზი დამარცხების შიშია. მარცხი მტკივნეულია. ის ემოციურ და ხშირად ფინანსურ სტერსთან არის კავშირში. ყველა ადამიანს განუცდია მარცხი. და ყოველთვის როცა ასე ხდება ადამიანთა უმეტესობა ცდილობს მეტად ფრთხილად იყოს და თავიდან აირიდოს მსგავსი შემთხვევები. მომავალში კი უშვებენ შეცდომას, რადგანაც არაცნობიერად უარს ამბობენ ისეთი მიზნების დასახვაზე, რომელმაც შესაძლოა მარცხი მოუტანოთ. საბოლოოდ კი იმაზე დაბალი ცხოვრების დონით ცხოვრობენ, ვიდრე სინამდვილეში შეუძლიათ.

უარყოფის შიში

მეოთხე მიზეზი რის გამოც ადამიანები არ ისახევენ მიზნებს, უარყოფის შიშია. ადამიანებს ეშინიათ მიზნის დასახვის, რადგან თუ წარმატებას ვერ მიაღწევენ, სხვა ადამიანები გააკრიტიკებენ და დასცინებენ მათ. ეს ერთ–ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა იყოს თქვენი მიზნები კონფიდენციალური. სულაც არაა საჭირო ვინმეს უთხრათ. დაე, თქვენი მიღწევების საშუალებით ნახონ სხვებმა რა შეგიძლიათ, თუმცა ნუ ეტყვით მათ წინასწარ, რაც მათ არ იციან გულს ვერ გატკენთ.

შეუერდით 3 პროცენტს

მარკ მაკკორმეკი თავის წიგნში „რას არ გასწავლიან ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში,“ ამბობს რომ ჰარვარდში ჩატარდა კვლევა 1979 და 1989 წლებში. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრებს დაუსვეს შეკითხვა :“გაქვთ თუ არა ნათელი, დაწერილი მიზნები თქვენი მომავლისთვის და გეგმები თუ როგორ მიაღწიოთ მათ?“ აღმოჩნდა რომ გამოკითხულთა მხოლოდ 3%–ს ჰქონდა ნათელი, ფურცელზე ჩამოწერილი მიზნები და გეგმები. 13%–ს ჰქონდა გეგმები, მაგრამ არა ფურცელზე დაწერილი და 84%–ს საერთოდ არ გააჩნდა ნათელი მიზანი, გარდა იმისა, რომ დაემთავრებინათ სკოლა და კარგად გაეტარებინათ ზაფხულის არდადეგები.
10 წლის შემდეგ, 1989 წელს, მათ ამ კლასის მოსწავლეებს ისევ ჩაუტარეს გამოკითხვა. მათ აღმოაჩინეს, რომ 13% რომელთაც ჰქონდათ მიზნები, მაგრამ არა ფურცელზე დაწერილი, ორჯერ მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე ის 84% რომელსაც მიზნები საერთოდ არ გააჩნდა., მაგრამ ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა იყო ის, რომ 3% რომელსაც ნათელი, ფურცელზე დაწერილი მიზნები და გეგმები ჰქონდათ გამოიმუშავებდნენ საშუალოდ 10–ჯერ უფრო მეტს, ვიდრე დანარჩენი 97% გამოიმუშავებდა ერთდროულად. ამ ჯგუფებს შორის ერთადერთი განსხვავება ნათელი მიზნები იყო.

ნიშნები გზაზე

ნათელი მიზნების მნიშვნელობა ადვილად გასაგებია. წარმოიდგინეთ დიდ ქალაქში ჩახვედით და რომელიმე სახლში ან ოფისში უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ერთი დიდი პრობლემაა. გზაზე არ არსებობს ნიშნები და არც ქალაქის რუკა გაქვთ. თქვენ მხოლოდ ძალიან ზოგადი ინფორმაცია გაქვთ იმ ადგილის შესახებ, სადაც უნდა მიხვიდეთ. ისმის კითხვა: „რამდენი ხანი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ მიხვიდეთ დანიშნულ ადგილას, რუკისა და ნიშნების გარეშე?“

შესაძლოა მთელი ცხოვრება… და თუ ოდესმე იპოვნით ოფისს ან სახლს, ეს მხოლოდ იღბლის დამსახურება იქნება. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანთა უმეტესობა ასე ცხოვრობს.

საშუალოდ ადამიანები იწყებენ ცხოვრებისეულ მოგზაურობას ნიშნებისა და რუკის გარეშე – ეს არის ცხოვრება მიზნებისა და გეგმების გარეშე. ისინი უბრალოდ ცხოვრების დინებას მიყვებიან, შემდეგ კი ხშირად 10–20 წლის მუშაობის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ბედნიერები არ არიან ან არ მოსწონთ თავიანთი სამუშაო, უკმაყოფილონი არიან ქორწინებით და მცირე პროგრესს განიცდიან. და კვლავ ისინი ღამით ბრუნდებიან სახლში და ტელევიზორს უყურებენ, თანაც იმედი აქვთ რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.. მაგრამ ეს იშვიათად ხდება და რასაკვირველია თავისით არა.

ბედნიერებას მიზნები სჭირდება

ირლ ნაიტინგეილმა ერთხელ თქვა: „ბედნიერება არის ღირებული იდეალის ან მიზნის პროგრესული რეალიზაცია.“

მხოლოდ მაშინ იგრძნობთ ნამდვილად ბედნიერად თავს, როდესაც აღმოაჩენთ რომ პროგრესირებთ, ნაბიჯ–ნაბიჯ მიდიხართ წინ იმისკენ, რაც თქვენთვის ღირებულია. ვიქტორ ფრანკლმა თქვა, რომ ადამიანის ყველაზე დიდი მოთხოვნილება საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვნების შეგრძნებაა.

მიზნები კი თქვენს ცხოვრებას მნიშვნელობას ანიჭებენ. ისინი მიმართულებას გაძლევენ და როცა მათკენ მიდიხართ უფრო ძლიერ და ბედნიერ ადამიანად გრძნობთ თავს. თქვენ უფრო მეტად ენერგიული და ეფექტური ხდებით, ხართ უფრო თავდაჯერებული და მეტად გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი აძლიერებს თქვენს რწმენას, რომ შეგიძლიათ უფრო მაღალ მიზნებს მიაღწიოთ მომავალში.

დღეს უფრო მეტ ადამიანს ეშინია ცვლილების და სწუხს მომავალზე, ვიდრე ოდესმე. მიზნების დასახვის კიდევ ერთი სარგებელი ისაა, რომ მიზნები ჩვენი ცხოვრების და მისი მიმართულების კონტროლის საშუალებას გვაძლევენ. მიზნები გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ დავრწმუნდეთ რომ ცვლილებები რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება ჩვენს სასარგებლოდ მუშაობენ. მიზნები გვეხმარებიან აღმოვაჩინოთ რაიმე ღირებული ყველაფერში,რასაც ვაკეთებთ.

არისტოტელეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლება გახლდათ ის, რომ ადამიანი „თეოლოგიური ორგანიზმია“. სიტყვა “teleos” ბერძნულად ნიშნავს მიზანს. არისტოტელე ამტკიცებდა, რომ ადამიანის ყოველი მოქმედება გარკვეულწილად მიზანმიმართულია. თქვენ მხოლოდ მაშინ ხართ ბედნიერი როცა აკეთებთ იმას, რასაც იმისკენ მიყავხართ, რაც თქვენ გსურთ.

განსაზღვრულობა ყველაფერია

თქვენი თანდაყოლილი პოტენციალი ექსტრაორდინალურია. თქვენში ახლა არსებობს პოტენციალი, რომ მიაღწიოთ თითქმის ყველა მიზანს, რაც კი შეგიძლიათ დაისახოთ. თქვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა კი ის არის, რომ მოახდინოთ საკუთარ თავში იმ დროის ინვესტირება, რომელიც თქვენი სურვილებისა და მიზნების ნათლად განსაზღვრისთვის გჭირდებათ. უნდა განსაზღვროთ ზუსტად რა გსურთ და როგორ აპირებთ მის მიღწევას.

რაც უფრო ნათელი და განსაზღვრულია თქვენი მიზნები, მით უფრო დიდი პოტენციალი გაგაჩნიათ, რომ კარგ ცხოვრებას აუწყოთ ფეხი.

ალბათ გსმენიათ რომ საშუალოდ ადამიანი თავისი პოტენციალის მხოლოდ 10%–ს მოიხმარს. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, საშუალოდ ადამიანთა უმეტესობა საკუთარი მენტალური პოტენციალის 2%–ს იყენებს. აბა დაფიქრდით, რა მოხდებოდა თუ თქვენი მშობლებს 100 000 დოლარი ექნებოდათ თქვენთვის გამოყოფილი, მაგრამ თქვენ მხოლოდ 2 000–ს დახარჯავდით. დანარჩენი 98 000 დოლარი გამოუყენებლად დარჩებოდა თქვენს საბანკო ანგარიშზე!

განივითარეთ მწველი სურვილი

მიზნის მიღწევის საწყისი წერტილი სურვილია. აუცილებელია განივითაროთ ინტენსიური, მწველი სურვილი იმისა, რომ ნამდვილად გსურთ თქვენი მიზნების მიღწევა. მხოლოდ მაშინ როცა თქვენი სურვილი გახდება საკმარისად ძლიერი, თქვენს თავში აღმოაჩენთ საკმარის ენერგიას იმისთვის, რომ დაძლიოთ ყველა წინააღმდეგობა, რაც კი გზად შეგხვდებათ.
კარგი ამბავი ის არის, რომ რაც უფრო ხანგრძლივად და ძლიერად გინდათ მიზნის მიღწევა, მით უფრო დიდი შანსი გაქვთ რომ მიაღწევთ მას.

ერთხელ ლ.ჰანტს, დიდ ნავთობმაგნატსა და მირიარდელს დაუსვეს კითხვა წარმატების არსის შესახებ. მან უპასუხა, რომ წარმატებისთვის ორი რამ არის საჭირო. პირველი, ეს არის რომ ზუსტად იცოდე ის, რაც გინდა. და მეორე, უნდა განსაზღვრო ზუსტად რისი გაღება მოგიწევს იმისათვის, რომ მიიღო ის, რაც გსურს და საქმით დაკავდე.

წარმატების მოდელი – კაფეტერია

ცხოვრება უფრო მეტად კაფეტერიასა და ბუფეტს გავს, ვიდრე რესტორანს. რესტორანში თქვენ ჭამთ სადილს და შემდეგ იხდით საფასურს. მაგრამ ბუფეტსა და კაფეტერიაში, საკუთარ თავს ემსახურებით და იხდით მანამ, ვიდრე სადილით ისიამოვნებთ… ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას, როცა ფიქრობს რომ მაშინ გადაიხდის ფასს, როდესაც წარმატებას მოიპოვებს. ასეთი ადამიანები სხედან თავიანთი ცხოვრების ღუმელთან და ამბობენ: „ჯერ მომეცი სითბო და შეშას შემდეგ შეგიკეთებ.“
მოტივაციურმა ორატორმა, ზიგ ზიგლარმა ერთხელ თქვა: „წარმატების ესკალატორი არ მუშაობს, მაგრამ კიბეები ყოველთვის მწყობრშია.“

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არისტოტელეს სწავლებიდან ისაა, რომ ბედნიერების მიღწევა ადამიანის ყოველი ქმედების უმთავრესი მიზანია. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ბედნიერების მიღწევის მიზანს ემსახურება. თქვენ შეიძლება გახდეთ ბედნიერი ან ვერ გახდეთ, მაგრამ ბედნიერება ყოველთვის თქვენი უმთავრესი მიზანი იქნება.

ბედნიერების გასაღები

მიზნების დასახვა, მათზე ყოველდღიური მუშაობა და მათი მიღწევა ბედნიერების გასაღებია ცხოვრებაში. მიზნების დასახვა იმდენად ძლიერი იარაღია, რომ მათზე ფიქრიც კი ბედნიერებას განიჭებთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჯერ ერთი ნაბიჯიც არ გაქვთ მათკენ გადადგმული.

იმისათვის რომ აღმოაჩინოთ და გაათავისუფლოთ თქვენი სრული პოტენციალი, უნდა გამოიმუშაოთ ყოველდღიური მიზნების დასახვის ჩვევა. აუცილებელია განივითაროთ ლაზერის მსგავსი ზუსტი ფოკუსი, იფიქროთ და ისაუბროთ იმაზე, რაც გსურთ და არა იმაზე, რაც არ გსურთ.

უნდა გახდეთ მიზნის მიმდევარი ორგანიზმი და როგორც შინაური მტრედი წახვიდეთ იმისკენ, რაც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის.

არ არსებობს იმაზე დიდი გარანტია ხანგძლივი, ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრებისა, ვიდრე ის რომ მუდმივად გქონდეთ და აღწევდეთ იმ მიზნებს, რომლებიც ნამდვილად გსურთ.

ნათელი მიზნები გვაძლევენ შესაძლებლობას, აღმოვაჩინოთ ჩვენი სრული პოტენციალი პიროვნული და პროფესიული წარმატებისთვის. მიზნები გვეხმარებიან დავძლიოთ ყველა წინააღმდეგობა და შევქნათ ძლიერი მომავალი.

ბრაინ ტრეისი, წიგნიდან “მიზნები” ; თარგმანი: თემო ბერიშვილი;