Skip to content

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ეს წერილი  ანტუან დე სანტ ეგზიუპერმა 1922 წელს მიწერა დედას_ მარი ბუაე დე ფონკოლომბს. მაშინ როცა ახალგაზრდა სამხედრო მფრინავი და მომავალი მწერალი სახლიდან შორს მსახურობდა.

დედა!

მე გადავიკითხე თქვენი გუშინდელი წერილი, რომელიც სინაზით იყო აღსავსე. დედა როგორ მინდა ეხლა თქვენ გვერდით ყოფნა. როგორ მინდა იცოდეთ თუ როგორ ვსწავლობ ყოველდღე მიყვარდეთ უფრო ძლიერ.  ბოლო დღეებში თქვენთვის არ მომიწერია. ჩვენ ეხლა ბევრი სამუშაო გვაქვს! საღამო ისეთი წყნარი და მშვიდია, მე კი მოწყენილი ვარ, არც  კი ვიცი რატომ. ავორში სტაჟირება რაღაც უსაშველოდ გაიწელა. ძალიან მჭირდება გამაჯანსაღებელი დასვენება  სენ-მორისში და შენი გვერდით ყოფნა.

ძალიან უბედური ვარ, როცა ვიხსენებ, რომ ოდესღაც თქვენი ცრემლების მიზეზი მე ვიყავი. რას აკეთებ დედა? ისევ თუ ხატავ?.. მიპასუხეთ. თქვენი წერილები მეხმარება ვიცოცხლო..  ისინი სიმხნევეს მმატებენ.. დედა საიდან მოგაქვთ ასეთი არაჩვეულებრივი სიტყვები. მთელი დღე მათი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.

ახლაც ისე ძალიან მჭირდებით, როგორც ბავშობაში. ზემდეგი, სამხედრო დისციპლინა, ტაქტიკის გაკვეთილები — ღმერთო, რა უაზრო და გამოფიტულია ეს ყველაფერი! თვალწინ მიდგას, როგორ ალაგებ  ყვავილებს მისაღებ ოთახში და მძულს ყველა ზემდეგი.

მე გაიძულეთ თქვენდამი ჩემ მომიწებაში ეჭვი შეგეტანათ. მაგრამ,რომ იცოდეთ ეხლა ამის შესახებ. შენ ხარ საუკეთესო, რაც და ვინც  გამაჩნია ცხოვრებაში.სევდისგან მეტირება… როგორც პატარა ბიჭს.წარმოიდგინე – თქვენ იქ დადიხართ და საუბრობთ, ჩვენ კი ერთად ყოფნა შეგვეძლო., მაგრამ მე თქვენ სითბოს მოკლებული ვარ და არც თქვენი თანადგომა შემიძლია.

მართალია ამ საღამოს ჩემი სევდა ცრემლიანია, და ისიც მართალია, რომ თქვენ ხართ ერთადერთი მალამო ჩემი სევდისთვის. როცა ბავშობაში, პატარა დასჯილი ბიჭი მძიმე,ტვირთმოკიდებული ტირილით ვბრუნდებოდი სახლში, საკმარისი იყო თქვენი ერთი კოცნა და ყველაფერი მავიწყდებოდა. თქვენ ჩემთვის ყოვლისშემძლე მფარველი იყავით, მასწავლებლებთან და აღმზრდელ მონაზონებთან. თქვენ სახლში უსაფრთხოდ ვიყავი, და თქვენ  გარდა არავინ იყო ჩემთან. და ეს ყოველივე არაჩვეულებრივი იყო.

ახლაც ისევეა, მხოლოდ თქვენთან შემიძლია სიმშვიდის პოვნა, მხოლოდ თქვენ იცით ყველაფერი დედამიწაზე, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დამავიწყოთ ყველაფერი,და ნებსით თუ უნებლიეთ ისევ მაგრძნობინოთ თავი პატარა ბიჭად.

შეხვედრამდი დედა, სამუშაო თავზესაყრელად მაქვს… აქაც ისევე როგორც სან-მორისში ყიყინებენ ბაყაყები, მაგრამ აქ მათი ყიყინი უფრო აუტანელია. !

ხვალ 50 კილომეტრით თქვენკენ გამოვფრინდები, სან-მორისის მხარეს, რათა წარმოვიდგინო რომ სახლსი მოვემგზავრები.

გკოცნით ნაზად. თქვენი დიდი ვაჟი ანტუანი.