იმისათვის, რომ ცხოვრებაში მივაღწიოთ ყველაფერს, რაც გვსურს, გარკვეული წესები და კანონები უნდა გავითვალისწინოთ:
1. კონტროლის კანონი
თქვენი თანხმობის გარეშე, ვერავინ გაგრძნობინებთ თავს დამცირებულად,- თვლის ელიონორა რუზველტი.
კონტროლის წესი გვეუბნება, რომ თქვენი ურთიერთობა თქვენივე თავთან, შეიძლება იყოს პოზიტიური და ნეგატიური. პოზიტიურია მაშინ, როცა თქვენ აკონტროლებთ თქვენს ცხოვრებას და ნეგატიურია, როცა სხვისი ზეგავლენის ქვეშ ექცევით. პირველ შემთხვევაში თავდაჯერებული და ბედნიერი ხართ, მეორეში კი – უსარგებლო და უბედური.
2. მიზეზისა და შედეგის კანონი
„რასაც დათეს, იმას მოიმკი“
ეს წესი გვეუბნება, რომ ცხოვრებაში არაფერი ხდება უმიზეზოდ. წარმატებასა თუ წარუმატებლობას, ბედნიერებასა თუ უბედურებას, სიხარულსა თუ მწუხარებას, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. თქვენი ფიქრი ეს არის მიზეზი, რომელიც კონკრეტულ ვითარებასა და შემთხვევაში გადაიქცევა შედეგად. ასე რომ, გააკონტროლეთ ისინი, აკეთეთ და იფიქრეთ ის, რაც ხელს უწყობს თქვენს წარმატებას, ბედნიერებასა და სიხარულს.
3. რწმენის კანონი
„რწმენით თქვენ ჯილდოვდებით“ (ბიბლია)
ეს წესი გვეუბნება რომ, თუ თქვენ რაღაც მთელი არსებით გწამთ, ის რეალობად იქცევა. თქვენ ხედავთ ზუსტად იმას, რაც გწამთ.
4. მოლოდინის კანონი
„დღეს რაღაც კარგი მოხდება“
თქვენ იღებთ ცხოვრებისგან ყველაფერს, რასაც ელით.
5. მიზიდულობის კანონი
თქვენ წარმოადგენთ მაგნიტს – იზიდავთ ადამიანებს თქვენი ფიქრებისა და აზრების შესაბამისად.
6. შესაბამისობის კანონი
„კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების“
ეს კანონი საშუალებას გაძლევთ, დააკვირდეთ, როგორ მოქმედებს თქვენი შინაგანი მდგომარეობა გარეგან მდგომარეობაზე.
7. მენტალური ექვივალენტობის კანონი
„ფიქრები გარდაიქმნებიან ნივთებად“ (მაიკლ დული)
ფიქრები მატერიალიზდებიან. კარგად დააკვირდით, რას და როგორ ფიქრობთ, ისინი რეალობად იქცევიან. იყავი სამართლიანი, მართალი შენივე თავთან.