სიყვარული მხოლოდ საგმირო საქმეებში და მხურვალე საუბრებში კი არ ვლინდება, არამედ, სიყვარული – არის მზრუნველობა, სიხარულის მინიჭების, დაცვის და მხარში დგომის, სიხარულის და მწუხარების განაწილების, მოწყენილობის დროს, გვერდით ყოფნის სურვილი და პარტნიორის გუნება-განწყობილების გამოცნობის უნარი.
ის რომ, წყვილის ურთიერთობაში, სიყვარული წვრილმანებში ვლინდება – დარწმუნებულია იაპონელი მხატვარი Puuung-ი, რომელმაც სიყვარულის გამოხატვის მთელი გალერეა შექმნა. მის ნახატებში ასახულია, ერთმანეთზე შეყვარებული ორი ადამიანის, სიყვარულის მთავარი მომენტები, ყოველდღიური ურთიერთობაში.
მაშ ასე, სიყვარული არის…
სიყვარული – ნუგეშია.
სიყვარული – წიგნის კითხვაა მისთვის.
სიყვარული – სახლში სახელდახელო ბარის მოწყობა და კოკტეილის მომზადებაა.
სიყვარული – თმის შესწორებაა.
სიყვარული – არის ცეკვა საკუთარ სახლში.
სიყვარული – გვერდში დგომაა.
სიყვარული – ერთმანეთის გათბობა არის ზამთრის ცივ საღამოს.
სიყვარული – ერთმანეთისთვის სიურპრიზების მოწყობაა.
სიყვარული – კოცნაა, როდესაც გვერდით ჩაუვლი.
სიყვარული – ერთად მღერაა.
სიყვარული – რაღაცის ერთად კეთებაა.
სიყვარული – ფოტოსურათების ერთად დათვალიერებაა.
სიყვარული – მოხვევა და სიყვარულის ახსნაა.
სიყვარული – შესაფერისი სიტყვების მოძებნაა, მის დასამშვიდებლად.
სიყვარული – უსაფრთხოების შეგრძნებაა.
სიყვარული – მისი საყვარელი კერძის მომზადებაა.
სიყვარული – ჩაძინებულზე, პლედის მიფარებაა.
სიყვარული – მოხვევა და მადლობის თქმა არის.
სიყვარული – ერთად ყოფნის სიხარულია.
სიყვარული – მისი ძილის დაცვაა.
სიყვარული – სადილია, რომანტიკულ გარემოში.
სიყვარული – ერთად გატარებული დროის დაფასებაა.
სიყვარული – ფილმების ერთად ყურებაა.
სიყვარული – ნაყინის განაწილებაა.
სიყვარული – დღის ერთდროულად დაწყებაა.
სიყვარული – ერთად ყოფნაა.
სიყვარული – ბლინების გამოცხობაა, ვიდრე ის მუშაობს.
სიყვარული – გატეხილი ნივთის ახლით ჩანაცვლების დაპირებაა.
სიყვარული – ფანჯარასთან ლოდინია.
სიყვარული – პაემანია.
სიყვარული – რომანტიკული საღამოს მოწყობაა.
სიყვარული – სადილის ერთად მომზადებაა.
სიყვარული – მისი ხატვა და პოზირებაა.
სიყვარული – ცეკვის საღამოს მოწყობაა, მხოლოდ ორისთვის.
სიყვარული –საღამოობით საუბარია.