
ჯონ მაკი: ყველაფერი პირად ინტერესს რომ მიაკუთვნო ეს ნიშნავს ადამიანის ბუნების არასრულყოფილ თეორიაზე დაყრდნობას. ეს
მახსენებს კოლეჯის დროინდელ დებატებს, როდესაც ცდილობენ დაგიმტკიცონ, რომ ყველაფერი რასაც აკეთებთ ლოგიკურად გამოდის თქვენი პირადი ინტერესებიდან, თუ არადა არ გააკეთებთ. ეს პოზიცია არის შეუვალი და საბოლოოდ გაუგებარობა, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რაიმე გააკეთეთ, რაც თქვენს პირად ინტერესებში არ შედიოდა, მაინც გეტყვიან, რომ იგი თქვენს პირად ინტერესებში შედიოდა, წინააღმდეგტომ პალმერი
შემთხვევაში მას არ გააკეთებდით. ასე რომ, ეს არის ცირკულარული არგუმენტი.
ტომ პალმერი: რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ რომ სხვა მოტივაციები პირად ინტერესების გარდა, მნიშვნელოვანია კაპიტალიზმისათვის?
ჯონ მაკი: უბრალოდ არ მომწონს ეს შეკითხვა, რადგან ადამიანებს აქვთ პირადი ინტერესის განსხვავებული განმარტებები და თვქენ ხშირად ასრულებთ საუბარს, როდესაც ერთმანეთში ამ საკითხზე ლაპარაკობთ მხოლოდ „პირადი ინტერესების“ ხსენებით. სწორედ ამიტომ ვახსენე სოფომორული სახის
დისკუსიები, რომელიც კოლეჯში გაქვთ იმაზე, რომ ყველა მოქმედება პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს. ვფიქრობ, რომ ადამიანიკომპლექსური არსებაა და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მოტივაციები, რომლებიდანაც პირადი ინტერესი არის ერთი, მაგრამ არა ერთადერთი. ჩვენ მოტივირებულები ვართ სხვადასხვა რამეებით, რომლებიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ პირადი ინტერესით. ვფიქრობ, რომ როგორღაც ლიბერტარიანულმა მოძრაობამ – შესაძლებელია აინ რანდისა და სხვა ეკონომისტების შესაბამისი ზეგავლენის შედეგად – მიიღო იდეოლოგიურად
მკვდარი მიზნის სახე, რომელიც ვერ ამართლებს ბიზნესს, კაპიტალიზმს ან ადამიანურ ბუნებას.
<<–––ჯონ მაკი: მთლიანობაში რომ ვთქვათ, წარმატებული ბიზნესი ქმნის ღირებულებას. კაპიტალიზმის სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ იგი დაფუძნებულია ნებაყოფლობით გაცვლასა და საერთო სარგებლიანობაზე. თუ ავიღებთ მაგალითად „ჰოულ ფუდ მარკეტს“: ჩვენ ვქმნით ღირებულებას მომხმარებლებისათვის, მათთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდების გზით. არავინ აიძულებთ მათ, რომ იყიდონ ჩვენთან. უბრალოდ მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა შედის თავიანთ ინტრესში. ასე რომ, ჩვენ ვქმნით ღირებულებას მათთვის. ჩვენ ვქმნით ღირებულებას იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ: ჩვენი გუნდის წევრებისათვის. არცერთი მათგანი არ არის მონა. ისინი იმიტომ მუშაობენ ჩვენთან, რომ ფიქრობენ იმ სამუშაოს ასრულებენ, რაც მათ სურთ. ხელფასი აკმაყოფილებთ მათ. ისინი ღებულობენ სხვადასხვა სარგებელს „ჰოულ ფუდ მარკეტიდან“, როგორც ფსიქოლოგიურს, ასევე მონეტარულს. ასე რომ, ჩვენ ვქმნით ღირებულებას მათთვის. ჩვენ ვქმნით ღირებულებას ინვესტორებისათვის, რადგან ჩვენი საბაზრო ღირებულება 10 მილიარდზე მეტია, რომელიც დასაწყისში ნულს შეადგენდა. ასე რომ, ინვესტორებისათვის ჩვენ შევქმენით 10 მილიარდზე მეტი ღირებულება 30 წელზე ცოტათი მეტი დროის განმავლობაში. არცერთი აქციონერი არ ფლობს ჩვენს აქციებს ძალდატანებით. მათ თავიანთი სურვილით იყიდეს აქციები, რადგან ფიქრობენ, რომ ჩვენ ვქმნით ღირებულებას. ღირებულებას ვქმნით მომწოდებლებისათვის, რომლებიც ჩვენთან ვაჭრობენ. მე ვაკვირდები მათ და ვხედავ როგორ იზრდება მათი ბიზნესი, ვხედავ როგორ აღწევენ ისინი წარმატებას და ეს ყველაფერი გრძელდება ნებაყოფილობითი თანამშრომლობის გზით. ისინი ეხმარებიან „ჰოულ ფუდ მარკეტს,“ რომ მივაღწიოთ უფრო დიდ წარმატებებს და „ჰოულ ფუდ მარკეტი“ ეხმარება მათ უკეთესად ფუნქციონირებაში.