გარემოში რეალურად მყოფი სულელი ადამიანების რიცხვი ყოველთვის და აუცილებლად ყველა შეფასებაზე მეტია.
ა) ადამიანები,რომლებიც, თითქოს, რაციონალურობითა დაგონივრულობით გამოირჩეოდნენ, თურმე გამაოგნებელ სისულელეს ამჟღავნებენ.
კულტურული ტენდენციები, რომლებიც ახლა დასავლეთშია პოპულარული, ცხოვრებისადმი ეგალიტარიანულ (გამათანასწორებელ) მიდგომას გულისხმობს. გავრცელებულია შეხედულება ადამიანზე, როგორც სრულყოფილად და პროექტებული მასობრივი წარმოების მანქანის პროდუქტზე. გენეტიკოსები და სოციოლოგები, შთამბეჭდავი სამეცნიერო მონაცემებისა და ფორმულირებების დახმარებით, განსაკუთრებული მონდომებით ადასტურებენ, რომ ყველა ადამიანი ბუნებით თანასწორია და თუ ზოგიერთები, სხვებთან შედარებით, უფრო თანასწორები არიან, ეს აღზრდის დამსახურებაა და არა ბუნების. ვერ დავეთანხმები ამ ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას: ჩემი მტკიცე რწმენა, რომელიც წლების განმავლობაში ჩატარებულ დაკვირვებებსა და ექსპერიმენტებს ეყრდნობა, არის რომ ადამიანები ერთნაირები არ არიან, ზოგი სულელია, ზოგი არა, და ეს განსხვავება ბუნების მიერ დგინდება და არა რაიმე კულტურული ძალისხმევით ან ფაქტორით.
იმის ალბათობა, რომ ადამიანი შეიძლება სულელი იყოს არ არის დამოკიდებული მის არც ერთ სხვა მახასიათებელზე.
ამ მხრივ, ბუნება ნამდვილად თავის თავს ჯობნის. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ბუნება მეტად იდუმალი გზებით ინარჩუნებს გარკვეულ ბუნებრივ მოვლენათა მუდმივ ფარდობით სიხშირეს. მაგალითად, იმის მიუხედავად, ადამიანები ჩრდილოეთ პოლუსზე მრავლდებიან თუ ეკვატორზე, არიან წყვილები სრულყოფილი თუ არა, არიან შავკანიანები, წითელკანიანები, თეთრკანიანები თუ ყვითელკანიანები, ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობა ახალშობილთა შორის მუდმივია და მამაკაცების რაოდენობა ოდნავ ჭარბობს. ჩვენთვის უცნობია, თუ როგორ აღწევს ბუნება ამ საოცარ შედეგს, თუმცა ვიცით, რომ მის მისაღწევად დიდი რიცხვებით უწევს მოქმედება. ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ადამიანური სისულელის სიხშირესთან დაკავშირებით არის ის, რომ ბუნება ახერხებს ჯგუფის სიდიდისგან სრულიად დამოუკიდებლად შეუსაბამოს ეს სიხშირე ალბათობას. ამგვარად, ვაწყდებით სულელი ადამიანების ერთსა და იმავე პროცენტულობას, იმის მიუხედავად, დიდ ჯგუფს ვაკვირდებით თუ მცირე ჯგუფთან გვაქვს საქმე. დაკვირვებად მოვლენათა არც ერთი სხვა რიგი არ წარმოგვიდგენს ბუნების სიძლიერის ასეთ გასაოცარ მტკიცებულებას.

სულელია ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანებისათვის ან ადამიანების ჯგუფისთვის ზიანი მოაქვს, თავად კი ამის შედეგად არანაირ მოგებას არ იღებს და, შესაძლოა, თავადაც ზარალობს.

რთული მისახვედრი არ არის, თუ როგორ ზრდის სულელი ადამიანის საზიანო პოტენციალს სოციალური, პოლიტიკური და ინსტიტუციური ძალაუფლება. თუმცა მაინც აუცილებელია გავაანალიზოთ, თუ რა ხდის სულელ ადამიანს საზოგადოებისათვის საშიშს – ანუ რა წარმოადგენს სისულელის ძალას. სულელი ადამიანები საშიშნი და ზიანის მომტანნი არიან იმიტომ, რომ გონიერ ადამიანებს უჭირთ წარმოიდგინონ და გაიგონ მათი ალოგიკური ქმედება. ჭკვიანი ადამიანისთვის გასაგებია ბანდიტის ლოგიკა. ბანდიტის ქმედებები რაციონალურია: თუნდაც მსგავსად, მაგრამ მაინც რაციონალური. ბანდიტს რაღაცის მოპოვება სურს. იმის გამო, რომ ის საკმარისად ჭკვიანი არ არის საიმისოდ, რომ თავისი სასურველი საგნის მოპოვების გზები მოისაზროს და თქვენც მოგცეთ რაღაცის მოპოვების შესაძლებლობა, ის ამას თქვენს ხარჯზე მოიპოვებს. ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ მაინც რაციონალურია და თუ თქვენც რაციონალურად აზროვნებთ, შეძლებთ განჭვრიტოთ ეს მოვლენები. თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გათვალოთ ბანდიტის ქმედებები, მისი უმსგავსი მანევრები და ბოროტი ზრახვები, და ხშირად მოახერხოთ კიდეც თავის დაცვა.
გონიერი ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ სულელთა ზიანის მომტან ძალას. კერძოდ კი, გონიერ ადამიანებს მუდმივად ავიწყდებათ, რომ ყოველთვის და ყველგან და ნებისმიერ ვითარებაში სულელ ადამიანებთან საქმის დაჭერა და/ან ურთიერთობა შეცდომაა, რომელიც შეიძლება ძვირად დაუჯდეთ.
სულელი ადამიანი ყველაზე საშიში ტიპის ადამიანია.
კანონიდან გამომდინარეობს დასკვნა:
სულელი ადამიანი ბანდიტზე უფრო საშიშია.
ნამდვილი ბანდიტის (ადამიანის, რომელიც მეორე კვადრატის OM ხაზზე ხვდება) ქმედების შედეგი სიმდიდრის და/ან კეთილდღეობის მეპატრონის შეცვლაა. თავისი ქმედების შემდეგ ნამდვილი ბანდიტი მოიპოვებს სასურველ საგანს, რომლის ფასეულობა ზუსტად უტოლდება იმის ღირებულებას, რაც მან სხვა ადამიანს წაართვა. ასეთი ქმედებით საზოგადოების მდგომარეობა არც უმჯობესდება და არც უარესდება. საზოგადოების ყველა წევრი ნამდვილი ბანდიტი რომ იყოს, საზოგადოების ჯამური ფასეულობის სიდიდეა უცვლელი დარჩება, მაგრამ დიდი კატასტროფები არ მოხდება. მთელი საქმიანობა იქნება სიმდიდრისა და კეთილდღეობის მასობრივი გადაცემა იმათ სასარგებლოდ, ვინც უფრო აქტიურად იმოქმედებს. თუკი ასეთი საზოგადოების ყველა წევრი რეგულარულად რიგრიგობით იმოქმედებს, მაშინ არა მხოლოდ მთლიანად საზოგადოება, არამედ ცალკეული პირებიც აღმოჩნდებიან სრულიად მყარ სტაბილურ ვითარებაშია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვთ, უსუსურებს(H1ზონა), გონივრულობის ნიშნების მატარებელ ბანდიტებს (B1 ზონა) და პირველ რიგში ყველა ჭკვიან ადამიანს (I ზონა) ერთად შეაქვთ წვლილი, სხვადასხვა ხარისხით, საზოგადოებისკეთილდღეობის ზრდაში. მეორე მხრივ, ბანდიტები სისულელის ნიშნებით (B2 ზონა) და ამავე ნიშნების მატარებელი უსუსურები (H2 ზონა) სულელი ადამიანების ქმედებით გამოწვეული დანაკარგის გაზრდას ახერხებენ და ასეთი გზით ამ უკანასკნელი ჯგუფის საშინელ დამანგრეველ ძალას კიდევ უფრო ზრდიან. ყოველივე ეს გვიბიძგებს, რომ თვალი გადავავლოთ საზოგადოებებში არსებულ მდგომარეობას. მეორე ძირითადი კანონის მიხედვით, სულელი ადამიანების წილი არის მუდმივი σ, რომელზეც არ მოქმედებს დრო, სივრცე, რასა, კლასი ან ნებისმიერი სხვა სოციალურ-კულტურული ან ისტორიული